ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ენდი მარეი ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალშია
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ენდი მარეი ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალშია

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი აგრძელებს წარმატებით თამაშს პეკინის ATP500-ის ტურნირზე. ბრიტანელმა პირველად ბოლო 12 თვის განმავლობაში, შეძლო ერთეულებში მეოთხედფინალამდე მისვლა. მერვედფინალში მან თანამემამულე კემერონ ნორი ორ საათსა და 52 წუთში სამ სეტში დაამარცხა – 7:6(6), 6:7(4), 6:1. პირველად იანვრის შემდეგ, მარეიმ ზედიზედ ორი თამაში მოიგო.

ენდის უფრო იოლად მოგებაც შეეძლო, მაგრამ ბრეიკ-პოინტების რეალიზაციაში პრობლემები ჰქონდა – მან 13 ასეთი შანსიდან მხოლოდ ოთხი გამოიყენა, მისმა მეტოქემ – სამიდან ორი.

აღსანიშნავია მოწოდებაზე მარეის კარგი თამაში – პირველ ბურთზე ქულების 71 პროცენტი აიღო, მეორეზე – 68 პროცენტი.

მეოთხედფინალში მარეი პირველ ნომრად განთესილ ტიმსა და ჩინელ ჟანგს შორის მოგებულს შეხვდება.