„ეროვნული ერთობის“ წევრის გიორგი ჭელიძის საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრის გიორგი ჭელიძის საქმეზე მორიგი პროცესი იმართება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულია. ჭელიძის ადვოკატები სხდომაზე მისი გასაჯაროების შესახებ შუამდგომლობას დააყენებენ.
სხდომის პარალელურად, სასამართლოსთან შეკრებილები არიან ჭელიძის მხარდამჭერები, რომლებიც გიორგი ჭელიძის გათავისუფლებას ითხოვენ.
პროცესზე ჭელიძის სამი ადვოკატი მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობისთვის დააჯარიმა.
გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.