ერლინგ ჰოლანდმა 60 მეტრი მსოფლიოს რეკორდზე 0.3 წამით ნელა გაირბინა
ერლინგ ჰოლანდმა 60 მეტრი მსოფლიოს რეკორდზე 0.3 წამით ნელა გაირბინა

„დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ 60 მეტრი 6.64 წამში გაირბინა, – იტყობინება „სქაი იტალია“.

ეს მოხდა გერმანული კლუბის კონტრშეტევის დროს მე-14 წუთზე.

19 წლის ნორვეგიელის მიერ ნაჩვენები დრო 0.3 წამით ჩამორჩება 60 მეტრზე მსოფლიოს რეკორდს (6.34) და 0.09 წამით უარესია ნორვეგიის ეროვნულ რეკორდზე (6.55).

ჰოლანდს რომ მიეღო მონაწილეობა 2018 წელს, მძლეოსნობაში დახურული დარბაზებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატში, მას ექნებოდა საუკეთესო დრო კვალიფიკაციაში, ხოლო ფინალში მერვე ადგილზე გავიდოდა. იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იტალიური ტელევიზიისთვის აღნიშნა, რომ ნორვეგიელმა თავისი შედეგი არა სარბენ ბილიკზე სპრინტერული ფეხსაცმელებით, არამედ მინდორზე ბუცებით აჩვენა, რაც გაცილებით რთულია.

ჰოლანდის სიმაღლეა – 1.94 მეტრი, წონა – 87 კილოგრამი.

ფორვარდმა დუბლი შეასრულა „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ, მისმა გუნდმა კი 2:1 მოიგო.