ერიკ თენ ჰაგი მომავალი სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაწვრთნის #1TVSPORT
ერიკ თენ ჰაგი მომავალი სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ გაწვრთნის #1TVSPORT

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი ახლოს არის იმასთან, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ იტყობინება ESPN.

აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის ფინალურ სტადიაშია. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა თენ ჰაგის კანდიდატურაზე და გარიგება მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შედგება.

ნიდერლანდელი სპეციალისტი ხუთ კანდიდატს შორის შეირჩა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელობაზე ასევე მოაზრებოდნენ – მაურიციო პოჩეტინო, ლუის ენრიკე, ხულენ ლოპეტეგი და თომას ტუხელი.