„ჰიუსტონისთვის“ მიმდინარე სეზონი უკვე შეგვიძლია, წარუმატებლად მივიჩნიოთ. „როკეთსი“ 11 მოგებითა და 25 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა, მე-14 ადგილზე იმყოფება.
გუშინ ტეხასელები „საკრამენტოსთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდნენ (125-105). წაგების გარდა „ჰიუსტონის“ გულშემატკივრებისთვის შეხვედრაში კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ერიკ გორდონმა მესამე მეოთხედში საზარდულის ტრვამა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, გორდონი 4-6 კვირამდე გამოტოვებს. ეს კი ისედაც ცუდ დღეში მყოფი „ჰიუსტონისთვის“ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა.
გორდონი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 17.8 ქულას აგროვებდა.