„პორტლენდის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „ჰიუსტონთან“ (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გრძელდება განახლებული რეგულარული სეზონი. პლეიოფის საგზურისთვის მხოლოდ რამდენიმე გუნდი იბრძვის, მათ შორის – „პორტლენდი“.

„ბლეიზერსი“ „ჰიუსტონს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს რვა ქულის სხვაობით 110-102 სძლია.

გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი 21 ქულით, 9 მოხსნითა და 8 გადაცემით დემიენ ლილარდი გამოდგა. ბრწყინვალე მატჩი გამართა იუსუფ ნურკიჩმა. მის ანგარიშზე 18 ქულა და 19 მოხსნაა. სი ჯეი მაკკალუმმა შეხვედრა 20 ქულით, 7 მოხსნითა და 5 გადაცემით დაასრულა.

„ჰიუსტონის“ რიგებში ყველაზე მეტი – 23 ქულა ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზეა. 22 ქულა დააგროვა ჯეფ გრინმა.
მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „ბლეიზერსმა“ 31 მოგება დააგროვა და მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება მე-8 ადგილზე მყოფ „მემფისს“.

მილუოკი – ბრუკლინი 116-119
საკრამენტო – დალასი 110-114
კლიპერსი – ფინიქსი 115-117
ინდიანა – ორლანდო 120-109
მაიამი – ბოსტონი 112-106