ჰიუსტონში ძიძამ შემთხვევით 10 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
ჰიუსტონში ძიძამ შემთხვევით 10 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

ჰიუსტონში ძიძამ შემთხვევით 10 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ძიძა „სელფის“ გადაღებას ცეცხლსასროლი იარაღით ხელში ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. ტყვია მოზარდს მუცლის არეში მოხვდა. ის მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მედიკოსების განცხადებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მხოლოდ მიმდინარე წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან აშშ-ში 6155 ადამიანი დაიღუპა. მათგან 321 შემთხვევაში გასროლა შემთხვევით მოხდა.