ერევანში დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა [ვიდეო]
03:19, 10.11.2020
ერევანში აქციაზე შეკრებილების ნაწილი მტავრობის სახლში შეიჭრა.
როგორც ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, დემონსტრანტებმა მთავრობის სახლში ავეჯი დაამტვრიეს, ასევე ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი დააზიანეს.
ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ასობით ადამიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ შეიკრიბა. ისინი პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს.