ერევანში ავტობუსის მძღოლმა აქციის დაკავებული მონაწილეების გადაყვანაზე უარი თქვა - რა ხდება სომხეთის დედაქალაქში

ერევანში, თავისუფლების ქუჩაზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი სწორედ ქუჩის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდისას დააკავა. ავტობუსის მძღოლმა აქციის დაკავებული მონაწილეების გადაყვანაზე უარი თქვა.

ერევანში აქცია დილიდან განახლდა. ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად კომიტასის გამზირისკენ მიემართება. ფაშინიანი მომხრეებთან ერთად რამდენიმე ქუჩის გადაკეტვას გეგმავს.

უკვე რამდენიმე დღეა, ერევანში ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის ორგანიზებით, საპროტესტო გამოსვლები იმართება.

ფოტო – მირიან მელაძე