ერ რიადის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰუსიტებმა“ აიღეს

00:27, 12.10.2026

ერ რიადის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ აიღეს.

თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაიჭრა.

„ჰუსიტების“ წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა იაჰია სარეამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯარებმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით ოთხი ოპერაცია განახორციელეს.

პირველი დარტყმა რიადის მეფე ხალიდის აეროპორტს მიაყენეს, რის შედეგადაც აეროპორტი მთლიანად დაიხურა. მეორე დარტყმა აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ქარხანაზე განხორციელდა, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მესამე სამიზნე ნავთობის ობიექტი იყო, სადაც ასევე ხანძარი გაჩნდა. მეოთხე დარტყმა მეფე ფაჰდის აეროპორტს მიაყენეს, რის გამოც აეროპორტში საჰაერო მოძრაობა შეფერხდა.

მსგავსი