ექვსი ერის ტურნირს ინგლისის ნაკრები ტრავმებით ხვდება
ექვსი ერის ტურნირს ინგლისის ნაკრები ტრავმებით ხვდება

ინგლისის რაგბის ნაკრების წევრი ბენ თეო ექვსი ერის ტურნირზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. სარაგბო კლუბ „ვოსტერის“ შუამარბმა დაზიანება პორტუგალიაში შეკრებაზე ყოფნის დროს მიიღო და დუბლინში ირლანდიის წინააღმდეგ მოედანზე არ იქნება. ამ თამაშს ასევე გამოტოვებენ ბრედ შილდსი და ჯო კოკანასიგა.

ბენ თეოს არყოფნაში მანუ ტუილაგის ეძლევა კარგი შანსი, რომ 2014 წლის შემდეგ პირველად აღმოჩნდეს სასტარტო შემადგენლობაში. 27 წლის ცენტრი, რომელიც ლესტერის მორაგბეა, ნაკრებში გასული წლის ნოემბერში დაბრუნდა, როდესაც ინგლისმა ტვიკენჰემის სტადიონზე ავსტრალიას მოუგო.

ექვსი ერის წლევანდელი ჩემპიონატის პირველი ტური 1 და 2 თებერვალს გაიმართება.

1 თებერვალი: საფრანგეთი – უელსი
2 თებერვალი: შოტლანდია – იტალია
2 თებერვალი: ირლანდია – ინგლისი