2020 წლის „ექვსი ერისთვის“ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა 34-კაციან განაცხადში ხუთი დებიუტანტი შეიყვანა. „ნორთჰემპტონის“ ალექს მუნი, ფრეიზერ დინგუოლი და ჯორჯ ფერბენკი, ასევე უილ სტიუარტი „ბეთიდან“ და „უოსპსის“ მოთამაშე ჯეიკობ უმაგა ნაკრებში პირველად გამოვლენ.
ამასთან ერთად, ინგლისელებს პირველი მატჩისთვის ჯეკ ნოუელი და ბილი ვუნიპოლა დააკლდებათ ტრავმების გამო.
ექვსი ერის წლევანდელი ჩემპიონატი 1 თებერვალს დაიწყება, როდესაც უელსი იტალიას, ხოლო ირლანდია შოტლანდიას უმასპინძლებს. 2 თებერვალს კი ინგლისის ეროვნული გუნდი საფრანგეთს ესტუმრება.