ექვსი ერის მეორე ტურის ბოლო შეხვედრაში საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა და მეტოქე 35:22 დაამარცხა. „სტად დე ფრანსზე“ ფრანგებმა იტალიას ხუთი ლელო დაუდეს, ასევე ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზუსტად შერასრულეს. ამ შედეგით მასპინძლებმა ბონუს ქულის აღებაც მოახერხეს. მატჩის პირველი ნახევარი „ლე ბლემ“ 13-ქულიანი უპირატესობით, 23:10 მოიგო. ლელოები გრეგორი ალდრიტის, შარლ ოლივონის და ტედი ტომას ანგარიშზეა. რომან ნტამაკმა ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა. სტუმართაგან კი ლელო მატეო მინოძიმ დადო, რომელიც ტომასო ალანიმ გარდასახა და მანვე ჯარიმაც გაიტანა – 23:10.
მატჩის მეორე ტაიმში საფრანგეთმა იტალია ორჯერ დაალელოვა. თავი რომან ნტამაკმა და ბატისტ სერენიმ გამოიჩინეს. სტუმართაგან ლელოები ფედერიკო ძანიმ და მატია ბელინიმ დადეს, თუმცა იტალიელებისთვის ეს ყველაფერი ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
სხვა შეხვედრებში – ირლანდიამ უელსს 24-14 მოუგო, ინგლისმა კი შოტლანდიას 13:6 სძლია. საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 9 ქულა აქვს და ირლანდიასთან ერთად ტურნირს ლიდერობს, ხოლო იტალია 0 ქულით ბოლო ადგილზეა. 6 ერის შემდეგი ტურის მატჩები 22-23 თებერვალს გაიმართება. იტალია შოტლანდიას უმასპინძლებს, უელსი საფრანგეთს დაუპირისპირდება. ინგლისი ირლანდიას შეხვდება.