დასრულდა ექვსი ერის წლევანდელი ჩემპიონატის პირველი ტური, რომელშიც პირველი გამარჯვებები ინგლისმა, შოტლანდიამ და უელსმა მოიპოვეს.
მიუხედავად შემადგენლობაში არსებული პრობლემებისა, ინგლისელებმა სტუმრად „დიდი სლემის“ გამარჯვებული ირლანდია 20-32 დაამარცხეს, ბონუს ქულა მოიპოვეს (ლელო: მეი, დეილი, სლეიდი-2) და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცეოდნენ, რომ არა პარალელურ მატჩში შოტლანდიელთა მიერ დაგროვებული ერთით მეტი ქულა.
სკოტები იტალიას საკუთარ მოედანზე შეხვდნენ, 33-20 დაამარცხეს მეტოქე, ინგლისის მსგავსად, მათაც აიღეს ერთი ბონუს ქულა (კინგჰორნი-3, ჰოგი, ჰარისი) და ახლა სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე არიან.
რაც შეეხება მესამე მატჩს, აქ უელსმა საფრანგეთს აჯობა სტუმრად, 19-24, და ოთხი ქულით მესამეზეა.
მეორე ტური 9-10 თებერვალს გაიმართება:
9/02 – შოტლანდია-ირლანდია
9/02 – იტალია-უელსი
10/02 – ინგლისი-საფრანგეთი