უელსის ნაკრების მეორეხაზელი კორი ჰილი ექვსი ერის წლევანდელ ჩემპიონატს საბოლოოდ გამოეთიშა. ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (21-13 უელსის სასარგებლოდ) მან ერთი ლელო დადო, თუმცა ასევე კოჭის ტრავმა მიიღო. ეს კი, ექიმების განცხადებით, მას ტურნირის ბოლო ორ ტურში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემს.
27 წლის ჰილი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა უელსის ნაკრებში, რომელსაც გასული წლის თებერვლის შემდეგ გამართული 12 მატჩიდან ჯერ ერთიც არ წაუგია.
წლევანდელი ექვსი ერის ჩემპიონატის დასკვნითი ორი ტური 9-10 და 16 მარტს გაიმართება.
9 მარტი: შოტლანდია – უელსი
9 მარტი: ინგლისი – იტალია
10 მარტი: ირლანდია – საფრანგეთი
16 მარტი: იტალია – საფრანგეთი
16 მარტი: უელსი – ირლანდია
16 მარტი: ინგლისი – შოტლანდია