ენტონი ფაუჩი - უცხოელი სტუმრები აშშ-ში შესაძლოა, რამდენიმე თვე ან ვაქცინის შექმნამდე ვერ ჩამოვიდნენ
ენტონი ფაუჩი - უცხოელი სტუმრები აშშ-ში შესაძლოა, რამდენიმე თვე ან ვაქცინის შექმნამდე ვერ ჩამოვიდნენ

აშშ-ის მთავარი ვირუსოლოგის თქმით, უცხოელმა სტუმრებმა ქვეყანაში ჩასვლა შესაძლოა, რამდენიმე თვე, ან ვაქცინის შექმნამდეც კი ვერ შეძლონ. ამის შესახებ განცხადება ენტონი ფაუჩიმ ბრიტანულ „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამ ეტაპზე აშშ-ში ჩასვლა აკრძალული აქვთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე ჩინეთიდან და ბრაზილიიდან ჩასულ მოგზაურებს.

ამავე ინტერვიუში ვირუსოლოგმა განაცხადა, რომ ამერიკული კომპანია „მოდერნას“ ვაქცინის გამოცდის უკანასკნელი ფაზა სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში დაიწყება.

„ჩვენ გვაქვს ოთხი ან ხუთი ვაქცინა, რომელთა გამოცდაც ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ გარანტირებულად ვერასდროს ვერაფერს იტყვი“, – განაცხადა ფაუჩიმ.

მისი თქმით, კორონავირუსის ვაქცინა სავარაუდოდ წლის ბოლოს იქნება მზად.

დატოვე კომენტარი