მონრეალის „მასტერსის“ წყვილთა ტურნირზე სახალისო სიტუაცია შეიქმნა მატჩში, რომელშიც ბრიტანელი ენდი მარეი იღებდა მონაწილეობას. მისი პარტნიორი ესპანელი ვეტერანი ფელისიანო ლოპესია. ამ წყვილმა პირველ წრეში პოლონელი ლუკაშ კუბოტისა და ბრაზილიელი მარსელო მელოს დუეტი დაამარცხა – 6:7(5), 6:3, 11:9.
ერთ-ერთი გათამაშების დროს, ბურთი აუტში მიდიოდა და ის ლოპესმა კორტზე დაუშვებლად ჰაერში ჩოგნით დაიჭირა. შესაბამისად, ქულა კუბოტსა და მელოს ერგოთ, რის შემდეგაც, მარეის პარტნიორს აუხსნა, რომ წესების დარღვევით ითამაშა.
ბრიტანულ-ესპანურმა დუეტმა საწყის რაუნდში მეორე ნომრად განთესილ წყვილს მოუგო. შეგახსენებთ, რომ ივნისში მარეიმ და ლოპესმა ლონდონში „ქუინზ ქლაბის“ ტურნირი მოიგეს.