ენდი მარეიმ ავსტრალიის ღია პირველობაზე განაცხადი შეიტანა
ენდი მარეიმ ავსტრალიის ღია პირველობაზე განაცხადი შეიტანა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი 2020 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს, – იტყობინება ტურნირის პრესსამახური.

ენდი მარეის იანვარში  ბარძაყის სახსრის გამოცვლაზე ოპერაცია ჩაუტარდა. ეს ტრავმა მარეის კინაღამ კარიერის დასრულებად დაუჯდა. ივნისში 32 წლის ბრიტანელი კორტზე დაბრუნდა და ლონდონის „ქუინზ ქლაბის“ ტურნირი წყვილებში ფელისიანო ლოპესთან ერთად მოიგო.

ახლა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა  გამოსვლები ერთეულებში განაახლა, მაგრამ ჯერჯერობით, „დიდი სლემის“ ტურნირებში მონაწილეობა არ მიუღია. ასე რომ, 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა, ტრავმის შემდეგ,  მარეის პირველი გამოჩენა იქნება „დიდი სლემის“ ჩემპიონატებზე.

მარეის კარიერაში ამ სერიის ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული.