ენდი მარეი შანხაის „მასტერსზე“ ითამაშებს
ენდი მარეი შანხაის „მასტერსზე“ ითამაშებს

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი – ენდი მარეი ითამაშებს „მასტერსის“ სერიის ტურნირზე შანხაიში, – იტყობინება ტურნირის პრესსამსახური. ბრიტანელმა სპეციალური მიწვევა მიიღო ორგანიზატორებისგან ძირითად ბადეში მოსახვედრად.

საზარდულის არეში განმეორებითი ოპერაციის შემდეგ, მარეიმ სამ ტურნირზე, ერთეულებში ითამაშა. ჯამში ხუთ მატჩში მან ორჯერ მოიგო „ჩელენჯერის“ კატეგორიაში. ამ მომენტისთვის 32 წლის ჩოგბურთელი 415-ე ნომერია კლასიფიკაციაში.

შანხაის „მასტერსი“ 5-13 ოქტომბერს გაიმართება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.