ენდი მარეი, სავარაუდოდ,  კორტზე ბალახის სეზონამდე ვერ დაბრუნდება
ენდი მარეი, სავარაუდოდ,  კორტზე ბალახის სეზონამდე ვერ დაბრუნდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი მარეი კორტზე დაბრუნებას მხოლოდ ბალახის სეზონის დაწყების წინ შეძლებს. ამის შესახებ გაზეთმა „დეილი მეილმა“ დაწერა.

ბრიტანელი ჩოგბურთელი, რომელიც 128-ე ადგილზეა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში, მაიამის „მასტერსის“ მონაწილეთა სარეზერვო სიაშია შეყვანილი. ეს ტურნირი 25 მარტიდან 3 აპრილამდე გაიმართება და არ არის დადასტურებული, რომ მარეი მიიღებს ტურნირის ორგანიზატორებისგან სპეციალურ მიწვევას.

მაიამის შემდეგ იწყება გრუნტის სეზონი, მაგრამ გადატანილი მძიმე ტრავმის გამო, გრუნტის საფარი ყველაზე რთულია მარეისთვის. ასე რომ, ჩოგბურთელი, დიდი ალბათობით, კორტზე გასვლას ბალახის სეზონის სტარტამდე ვერ შეძლებს.

ენდი მარეი ორჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი და ჯამში 46 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის, სამჯერ „დიდი სლემის“ ჩემპიონატი.