მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და „დიდი სლემის“ ტურნირების სამგზის ჩემპიონი ენდი მარეი კორონავირუსით არის ინფიცირებული, – ამის შესახებ „სქაი სპორტსმა“ დაწერა.
33 წლის ჩოგბურთელს მიღებული აქვს უაილ-ქარდი ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის, მაგრამ ახლა, მისი გამოსვლა მელბურნში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ბრიტანელი საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება და ამტკიცებს, რომ თავს კარგად გრძნობს.
ავსტრალიის ღია პირველობა 8 თებერვალს დაიწყება. მარეის ხუთჯერ უთამაშია ამ ტურნირის ფინალში.