მსოფლიოს ყოფილმა ჩოგანმა ენდი მარეიმ კომენტარი გაუკეთა ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის წილისყრას. ბრიტანელი მელბურნში გამოსვლას ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილთან შეხვედრით დაიწყებს, რომელიც ოთხშაბათს სიდნეის ტურნირის მერვედფინალში სამ სეტში დაამარცხა.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული შეხვედრა იქნება. ორი დღის წინ მეტად მძიმე ბრძოლა გვქონდა, ასე რომ, კიდევ ერთ რთულ თამაშს ველოდები. მელბურნში პირობები განსხვავებულია სიდნეისგან. აქ უფრო ძლიერი სიცხე იქნება, ბურთის ასხლეტაც უფრო მაღალი უნდა იყოს. ასე რომ, სულ სხვა მატჩი იქნება. ეს სულ სხვა ქალაქია, სხვა პირობები, სხვა კორტი და ა. შ.
ის, რომ ორი დღის წინ დავამარცხე, არ მაძლევს ავტომატურად მეორე რაუნდის საგზურს. უნდა გავიდე კორტზე და ისევ ვითამაში ტოპ-დონეზე, რათა ის მელბურნში დავამარცხო“, – განაცხადა მარეიმ.