მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ აშშ-ის ღია პირველობაზე აკუთარი მოლოდინის შესახებ ილაპარაკა. ტურნირის სტარტი 31 აგვისტოსთვის არის ჩანიშნული.
„შეუძლებელია, ვარჯიშებზე რეალური მატჩების ჩატარება. სხეულისთვის და გონებისთვის ეს სულ სხვა რამეა. გრძნობ, სულ სხვა ზეწოლას და დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რამდენად ძლიერად იტვირთები ვარჯიშებზე. მოთამაშეებს, რომლებიც გარკვეულ პერიოდს აცდენენ ტრავმების გამო, თამაშში დაბრუნების მხრივ დიდი გამოცდილება გააჩნიათ.
აშშ-ის ღიაზე ნამდვილად იქნება სენსაციები. მოთამაშეები იქ ჩავლენ ორი-სამი მატჩის ჩატარების შემდეგ. ეს საინტერესო შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა მარეიმ.