ავიაკატასტროფაში დაღუპული არგენტინელი ფეხბურთელის ემილიანო სალას მამა – ორსაიო სალა გულის შეტევით ქალაქ პროგრესოში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ინფორმაცია უფროსი სალას ოჯახმა დაადასტურა. ორასიო სალა 58 წლის იყო.
ამა წლის იანვარში, ემილიანო სალამ კონტრაქტი გააფორმა კარდიფთან. ნანტიდან კარდიფში არგენტინელი მსუბუქძრავიანი თვითმფრინავით მიფრინავდა, რომელიც ლა-მანშის სრუტის თავზე ჩამოვარდა.
ფეხბურთელის სხეული ოთხ თებერვალს, 63 მეტრ სიღრმეზე იპოვნეს.