უახლოეს ხანში განახლდება კარდიფ სიტის დაკარგული ფორვარდის, ემილიანო სალას სამძებრო ოპერაცია.
რამდენიმე წყარო იუწყება, რომ 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ძებნის ოპერაციას აკვალანგისტებიც შეუერთდებიან.
უფრო ადრე დაიწერა, რომ სალას ახლობლებმა 100 ათასი ევრო შეაგროვეს იმისთვის, რომ ფეხბურთელის ძებნა გაგრძელდეს.
21 იანვარს, სალა ნანტში თავის ყოფილ თანაგუნდელებს გამოეთხოვა და საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გაფრინდა. ამისთვის მან კერძო თვითმფრინავი დაიქირავა. აფრენიდან გარკვეული დროის შემდეგ, ნორმანდიის კუნძულების რაიონში, საფრენი აპარატი რადარებიდან გაქრა.
სავარაუდო ავიაკატასტროფის ადგილას ოთხი დღე მიმდინარეობდა საძიებო-სამაშველო ოპერაცია, მაგრამ მხოლოდ მეტალის ნამსხვრევები აღმოაჩინეს, რაც შეიძლება დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები იყოს.
ხუთშაბათს გამოცხადდა, რომ სამძებრო ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა და ფეხბურთელის ძებნა აღარ გაგრძელდება.