სოციალურ ქსელში უცნობმა პირმა ემილიანო სალას ცხედრის ფოტო გაავრცელა, რის გამოც დორსეტის საგრაფოს პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელშიც 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი იმყოფებოდა, ლა მანშის სრუტის თავზე მიმდინარე წლის თებერვალში გაუჩინარდა, სალას ცხედარი კი რამდენიმე კვირაში არხის ფსკერზე იქნა ნაპოვნი.
„ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ ემილიანო სალას ცხედრის ფოტო ვიღაცამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ვთვლით, რომ ეს არის ამაზრზენი ფაქტი, რადგან ფეხბურთელის ოჯახი ცხოვრების ძალიან მძიმე პერიოდს გადის და ასეთი საქციელით მათ დამატებითი ტკივლი არავინ უნდა მიაყენოს“, – განაცხადა დორსეტის პოლიციის პრეს-მდივანმა. – „ჩვენ ვიძებთ ამ ინციდენტს და ვთანამშრომლობთ რამდენიმე სააგენტოსთან, რათა დავადგინოთ, როგორ მოხვდა ეს ფოტო ქსელში და ვინ არის პასუხისმგებელი“.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედიიდან ორ თვეში, ემილიანო სალას მამა გულის შეტევით გარდაიცვალა.