არგენტინელი ემილიანო სალა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ავიაკატასტროფაში დაიღუპა, სამშობლოში გადაასვენეს და მის მშობლიურ სანტა-ფეში დაკრძალეს.
28 წლის ფეხბურთელი, რომელიც ახალი გადასული იყო ფრანგული ნანტიდან პრემიერ-ლიგის კლუბ კარდიფ სიტიში, მიმდინარე წლის 21 იანვარს, მცირეძრავიანი თვითმფრინავის პილოტ დევიდ ებოტსონთან ერთად, ლა მანშის სრუტის თავზე გაუჩინარდა.
ფეხბურთელის ცხედარი და თვითმფრინავი 7 თებერვალს აღმოაჩინეს, პილოტი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.