ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს კვიპროსსა და საბერძნეთს მაშინ, როდესაც თურქეთი მათ სუვერენიტეტს არღვევს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს კვიპროსსა და საბერძნეთს მაშინ, როდესაც თურქეთი მათ სუვერენიტეტს არღვევს

საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს კვიპროსსა და საბერძნეთს მაშინ, როდესაც თურქეთი მათ სუვერენიტეტს არღვევს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადესთან შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მაკრონის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნის საზღვაო სივრცის დარღვევა და მისთვის საფრთხის შექმნა მიუღებელია და პასუხისმგებელ სუბიექტებს სანქციები უნდა დაეკისროთ.

„ხმელთაშუა ზღვის ამ ნაწილში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხები გადამწყვეტია. სახეზეა ძალაუფლებისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით თურქეთისა და რუსეთის, რომლებიც სულ უფრო მეტად ამტკიცებენ საკუთარ თავს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ჯერ კიდევ ძალიან ცოტას აკეთებს. სერიოზული შეცდომა იქნება, რომ ხმელთაშუა ზღვაში ჩვენი უსაფრთხოება სხვა მოქმედი პირების ხელში დავტოვოთ. ევროპამ თავისი სუვერენიტეტი მტკიცედ უნდა დაიცვას“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი