ემანუელ მაკრონი - ევროკავშირმა ბელარუსის ასი ათასობით მოქალაქის მხარდაჭერის მობილიზება უნდა გააგრძელოს, რომლებიც მშვიდობიანად გამოდიან აქციებზე
ემანუელ მაკრონი - ევროკავშირმა ბელარუსის ასი ათასობით მოქალაქის მხარდაჭერის მობილიზება უნდა გააგრძელოს, რომლებიც მშვიდობიანად გამოდიან აქციებზე

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბელარუსის ოპოზიციის აქციებს მხარდაჭერას უცხადებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ ევროკავშირმა ბელარუსის მოსახლეობის მხარდაჭერის მობილიზება უნდა გააგრძელოს.

„ევროკავშირმა ბელარუსის ასი ათასობით მოქალაქის მხარდაჭერის მობილიზება უნდა გააგრძელოს, რომლებიც მშვიდობიანად გამოდიან აქციებზე მათი უფლებების, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის პატივისცემისთვის“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.