ემანუელ მაკრონი - ანტისემიტიზმზე მკაცრი რეაგირება გვექნება
ემანუელ მაკრონი - ანტისემიტიზმზე მკაცრი რეაგირება გვექნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ანტისემიტიზმზე მთავრობას მკაცრი რეაგირება ექნება. ემანუელ მაკრონის თქმით, ხელისუფლება უკვე მუშაობს კანონზე, რომელიც ინტერნეტში ზიზღის გამოვლინების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„ანტისემიტიზმი არ არის ებრაელების პრობლემა. ეს არის რესპუბლიკის პრობლემა“ – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.​

საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩამოთვალა ზომები, რომლებსაც ხელისუფლება ანტისემიტიზმთან ბრძოლისთვის გაატარებს. მათ შორის, მაკრონმა განაცხადა, რომ უკვე დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანტისემიტური დაჯგუფებები აკრძალონ. საფრანგეთის ლიდერმა ეს ჯგუფები შუღლის გაღვივებაში, დისკრიმინაციასა და ძალადობისკენ მოწოდებაში დაადანაშაულა.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ინტერნეტში ზიზღის გამოვლინების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მისივე თქმით, ასეთი კანონი გერმანიაში უკვე მოქმედებს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წელს საფრანგეთში ანტისემიტურ დანაშაულთა რიცხვმა 74 პროცენტით მოიმატა.