ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მინსკის შეთანხმება „შტაინმაიერის ფორმულის“ რეალიზაციის გზით უნდა მოხდეს
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მინსკის შეთანხმება „შტაინმაიერის ფორმულის“ რეალიზაციის გზით უნდა მოხდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მინსკის შეთანხმება „შტაინმაიერის ფორმულის“ რეალიზაციის გზით უნდა მოხდეს. ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

მაკრონი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების ლიდერების სამიტის თარიღი გახდება ცნობილი.

საფრანგეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ეს იქნება შედეგის მომტანი შეხვედრა.

„ზაფხულში ჩვენ შევთანხმდით ტყვეების გაცვლაზე, ახლა კი სვლა უნდა გავაგრძელოთ, შტაინმაიერის ფორმულის რეალიზების მიხედვით“, – განაცხადა მაკრონმა.

„შტაინმაიერის ფორმულა“ დონბასში არჩევნების ჩატარებასა და მისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.