დღევანდელი დღე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ბრინჯაოსი გამოდგა.
ზურაბ იაკობიშვილის შემდეგ, ამავე სინჯის მედალი 97 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძემაც მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის მატჩში მან უზბეკი სპორტსმენი მაგომედ იბრაგიმოვი 5-2 დაამარცხა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ, ოდიკაძემ პირველი არხისთვის კომენტარი გააკეთა.
„მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამარჯვებლად ჩამოვედი, მაგრამ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც დაგეგმილი გაქვს“, – განაცხადა ოდიკაძემ.