ელიზბარ ოდიკაძე - მედალი ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ, მეტი შემეძლო [ვიდეო] #1TVSPORT
ელიზბარ ოდიკაძე - მედალი ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ, მეტი შემეძლო [ვიდეო] #1TVSPORT

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრმა, ელიზბარ ოდიკაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელი მეტოქე სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

ელიზბარ ოდიკაძე:  „მედალი ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ, მეტი შემეძლო და ჩემპიონობის დიდი შანსი იყო. აქამდე მოსასვლელად დიდი შრომაც გამოვიარეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, ექიმებს და ყველას, ვინც ამ გზაზე ჩვენს გვერდით იდგა“, – განაცხადა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორმა.