ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში | ოდიკაძე და კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში | ოდიკაძე და კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ #1TVSPORT

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩენპიონატმა ჭიდაობაში. პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57, 65, 70, 79 და 97 კგ წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვიდნენ.

79 კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ და 97 კგ-ში მოასპარეზე ელიზბარ ოდიკაძემ კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში იჭიდავეს, მაგრამ სამწუხაროდ, ორივე მათგანი დამარცხდა და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ლიზენციები არ გათამაშდება.

ხვალ, კონტინენტის პირველობაზე, მეორე საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს:

61 კგ – ბექა ლომთაძე

74 კგ – ავთანდილ კენჭაძე

86 კგ – სანდრო ამინაშვილი

92 კგ – ირაკლი მწითური

125 კგ – გენო პეტრიაშვილი.