მსოფლიო ჩემპიონატში დღეს იაკობიშვილი და ოდიკაძე ჩაერთვებიან #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატში დღეს იაკობიშვილი და ოდიკაძე ჩაერთვებიან #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი იასპარეზებს.

70კგ-ში ზურაბ იაკობიშვილი, ხოლო 97-ში ელიზბარ ოდიკაძე მედლებისთვის იბრძოლებენ. ამ წონით კატეგორიებში დღეს წინასწარი და ნახევარფინალური დაპირისპირებები გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ნიკა კენჭაძე იჭიდავებს, ხოლო ირაკლი მწითური რეპეშაჟიდან შეეცდება მესამე ადგილისთვის ბრძოლას.

ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.