გენო პეტრიაშვილის ვერცხლი მსოფლიო ჩემპიონატზე [ვიდეო] #1TVSPORT

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ფალავანი ფინალში ირანელ ზარეს შეხვდა და მსოფლიო ჩემპიონატის ზედეზედ მეოთხედ მოგება ვერ შეძლო. ირანელმა პეტრიაშვილს აშკარა უპერატესობით სძლია და დამსახურებულად გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

დღეს ასევე ფინალურ ბლოკში იასპარეზა 74 კგ-ში ავთანდილ კენჭაძემ, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, მსაჯთა გაუგებარი გადაწყვეტილებების გამო დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ მესამე ადგილისთვის ნიკა კენჭაძე იჭიდავებს.