ელიგა 2 - „ვიტ ჯორჯიამ“ ლიდერთან სამბურთიანი უპირატესობა ბოლო წუთებზე გაანიავა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში 26-ე ტურის შეხვედრები საგარეჯოში გამართული თამაშით დასრულდა, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა.
გათამაშების ლიდერმა „გარეჯმა“ პლეი-აუტის ზონაში მყოფი „ვიტ ჯორჯია“ მიიღო და 81-ე წუთამდე 4:1-ს აგებდა – ამირან ძაგანიამ (5, 21, 62) ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთიც თორნიკე შეყილაძემ (45+4) გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმის ბოლოს „გარეჯმა“ შეუძლებელი შეძლო და ბოლო წუთებზე თამაში გადაარჩინა. ლევან პაპავამ, რომელმაც მანამდე ერთი გაიტანა, ჰეთ-თრიქის შესრულება (53, 82, 90) მოახერხა, მეოთხედ კი „ვიტ ჯორჯიას“ კარი ირაკლი ლექვთაძემ (83) აიღო და შეხვედრა 4:4 დასრულდა.
კაცნაკლულმა ფოთის „კოლხეთმა“ გასვლაზე თბილისის „ლოკომოტივთან“ ქულა მოიპოვა 1:1. ფოთელების მცველი ზურაბ ჯაფიაშვილი 59-ე წუთზე გააგდეს, მაგრამ თბილისელებმა ამ უპირატესობით ვერ ისარგებლეს. სამაგიეროდ, ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლმა „სპაერმა“ და „სიონმა“ თამაშები მოიგეს და ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირეს.
26-ე ტური
სპაერი – მერანი თბ 4:1
ლოკომოტივი – ფოთის კოლხეთი 1:1
კოლხეთი ხობი – დინამო-2 თბ 2:1
მერანი მრ – სიონი 0:2
გარეჯი – ვიტ ჯორჯია 4:4
ეროვნული ლიგა 2
1. გარეჯი 55
2. ფოთის კოლხეთი 52
3. სპაერი 47
4. სიონი 46
5. დინამო-2 თბ 41
6. ხობის კოლხეთი 38
7. ვიტ ჯორჯია 32
8. ლოკომოტივი 20
9. მერანი მრ 20
10. მერანი თბ 12