სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგა 2-ში პირველ ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „კოლხეთი“ ეროვნულ ლიგა 2-ში პირველ ადგილზე გადავიდა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთმა“ „ფაზისი არენაზე“ თბილისის „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა, ეროვნულ ლიგაში დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა და ეროვნულ ლიგა 2-ში გალიდერდა.

ლიგა 2-ის ბოლოსწინა, 35-ე ტურის შეხვედრაში დავით კვირკველიას გუნდი 22-ე წუთზე ლაშა კოხრეიძემ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 71-ე წუთზე დავით მეგრელიშვილმა დააფიქსირა – 2:0.

„კოლხეთმა“ 76 ქულა დააგროვა, კონკურენტ საგარეჯოს „გარეჯს“ ქულით გადაასწრო და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველად გალიდერდა, თუმცა საგარეჯოელები ტურის მატჩში დღეს „ვიტ ჯორჯიას“ შეხვდებიან და მოგებით პირველ ადგილს დაიბრუნებენ.

ეროვნულ ლიგაში ლიგა 2-დან პირდაპირი გზით მხოლოდ პირველადგილოსანი გადავა, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები უმაღლეს დივიზიონში გადასვლას პლეი ოფის გზით შეეცდებიან.