ელენე ხოშტარია - არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება
ელენე ხოშტარია - არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება

არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია „ფეისბუქზე“ წერს.

„არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება. ჯერ ერთი, მე პრეტენზია არა ხალხთან, თუნდაც „ოცნების“ ამომრჩეველი იყოს, არამედ გაყალბებასთან და გამყალბებლებთან მაქვს. მეორე კიდე, ეს ოცნების ნაღმია, ადამიანების დაპირისპირების, რასაც ისინი არასდროს ერიდებიან, ჩვენ კი ეს სწორედ ამას არ უნდა დავესმგავსოთ!

და საერთოდ, არანაირი მეორე ტური ეს არ არის, სასაცილოები არიან ოცნების კანდიდატები თავს რომ იკატუნებენ, ვითომ არჩევნებში მონაწილეობენ. მარტო ხართ და სარკეში იხედეთ რამდენიც გინდათ, არ არის ეს არჩევნები“,- წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ.

ამასთან, დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია ყველგან და ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.

მსგავსი შინაარსის განცხადება ლევან ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.

„მეორე ტურზე ყველა საარჩევნო უბანთან სირცხვილის კორიდორები მოეწყობა და თუ რამე დაპირისპირება მოხდა, პასუხისმგებელი იქნება ხელისუფლება“,- განაცხადა ვარშალომიძემ.