ეკვადორში აქციების დროს რვა ადამიანი დაიღუპა
ეკვადორში აქციების დროს რვა ადამიანი დაიღუპა

ეკვადორში საპროტესტო აქციების დროს რვა ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის სახალხო დამცველის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1 192 დემონსტრანტი დააკავეს. შეტაკებების შედეგად, 1 340 ადამიანია დაშავებული. აქციების დროს რეპრესიების და ყოფილი პრეზიდენტის, რაფაელ კორეას მხარდამჭერების დევნისთვის, ეკვადორის ოპოზიცია მთავრობის იმპიჩმენტის შესაძლებლობებს განიხილავს.

ეკვადორში საპროტესტო აქციები ოქტომბრის დასაწყისიდან იმართება, რომლის მიზეზი საწვავზე სახელმწიფო სუბსიდიის მოხსნა და ეკონომიკური რეფორმები გახდა. დემონსტრანტებმა გზები, ნავთობსაბადოები და დედაქალაქის აეროპორტისკენ მიმავალი გზა გადაკეტეს და პოლიციელები მძევლად აიყვანეს.

ეკვადორის პრეზიდენტმა აქციების ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 13 ოქტომბერს ხელისუფლება და ოპოზიცია კონფრონტაციის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ეკვადორის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ „პეტროამაზონსი“ ნავთობის რვა ბლოკზე მუშაობა განაახლა. სუბსიდიების გაუქმებაზე პრეზიდენტის ბრძანებულება რამდენიმე საათში გაუქმდება.