ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში უიმბლდონის პირველივე წრეში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. გორგოძე და მისი რუმინელი მეწყვილე ირინა ბარა ამერიკულ წყვილს კოლინსი/კრავჩუკს შეხვდნენ და მატჩი ორ სეტში 3:6 2:6 დათმეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ერთეულებში უიმბლდონის პირველ წრეში WTA-ს რეიტინგის 43-ე ნომერს, რუმინელ ირინა ბეგუს შეხვდა და ორ სეტში 4:6 1:6 დამარცხდა.
ლონდონში წარმატებულად ასპარეზობს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც გუშინ უიმბლდონის კორტებზე მეორე ეტაპის მატჩი გამართა. მისი მეტოქე ფრანგი ქუენტინ ჰალისი იყო, რომელთანაც ქართველმა ჩოგბურთელმა 3:1 გაიმარჯვა.
1/16-ფინალში ბასილაშვილი ნიდერლანდელ ვან რაიტჰოვენს შეხვდება, ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ქართველის მეტოქე, დიდი ალბათობით, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.