ეკა ბესელია - რაღა დროს პარტიიდან გარიცხვაზეა საუბარი, თითის დაქნევები და დატუქსვები არ უნდა იყოს
ეკა ბესელია - რაღა დროს პარტიიდან გარიცხვაზეა საუბარი, თითის დაქნევები და დატუქსვები არ უნდა იყოს

რაღა დროს პარტიიდან გარიცხვაზეა საუბარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ პარტია „ქართული ოცნებიდან” გარიცხონ.

ეკა ბესელია თანაგუნდელებს ურჩევს, მშობლის როლიდან არ ისაუბრონ.

„საკითხს ასე არ ვუყურებ. თემას ასე არ დავაპატარავებდი და არ დავიყვანდი. რაღა დროს გარიცხვაზეა საუბარი. მგონია, რომ ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პროცესია და სხვა ეტაპზე გადავედით. საზოგადოება გაიზარდა და არ მგონია, რომ ასეთი კატეგორიებით უნდა საუბრობდეს მმართველ პარტიაში ვინმე. თითის დაქნევები და დატუქსვები არ უნდა იყოს. ვგავართ იმ ადამიანებს, რომ ვინმემ თითი დაგვიქნიოს და დაგვტუქსოს? არ მგონია, რომელიმე ჩვენთაგანი ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდეს. მშობლის როლიდან გამოვიდნენ და ზრდასრული როლიდან ელაპარაკონ საზოგადოებას. ყველამ ის გზა გავიარეთ, რომელიც უფლებას გაძლევს, ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ელაპარაკო მეორეს, რომელმაც გუშინ გაიღვიძა და გაახსენდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.