ეგზიტპოლის მიხედვით, საბერძნეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს
საბერძნეთში კენჭისყრის დასრულების შემდეგ ეგზიტპოლის პირველი შედეგები აჩვენებს, რომ მმართველი პარტია „ახალი დემოკრატია“ პირველ ადგილზეა, 28-დან 32 პროცენტამდე შედეგით.
მთავარი ოპოზიციური პარტია მეორე ადგილზეა, რომელმაც ხმების 15.2-დან 18.2 პროცენტამდე მიიღო, ხოლო მესამეზე სოციალისტები არიან, რომელთაც ხმების 10.9-დან 13.9 პროცენტამდე მიიღეს.
მედიის ცნობით, ულტრამემარჯვენე პრორუსული პარტია ხმათა 7,6-დან 10 პროცენტამდე აგროვებს, ხოლო ულტრაკონსერვატიული – 2,9 პროცენტიდან 4,9 პროცენტამდე.