საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო საანგარიშო ყრილობა 24 ოქტომბერს გაიმართება. საპრეზიდენტო განაცხადების მიღების ვადა 24 სექტემბერს ამოიწურა და დღეისათვის ოფიციალურად დარეგისტრირებულია ხუთი კანდიდატი.
1. დავით ქევხიშვილი.
2. გიორგი ათაბეგაშვილი.
3. დავით ხახალეიშვილი.
4. გიორგი ალექსიძე.
5. დავით ხახუტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი, თანამდებობიდან მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, სპორტსმენების ერთი ნაწილის მიერ საპროტესტო აქციების გამართვის შემდეგ გადადგა.
სპორტსმენებმა დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნის მიზეზად ქართულ ძიუდოში შექმნილი რთული ვითარება დაასახელეს.
მანამდე, ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.