კანდიდატურა დავით ქევხიშვილმაც მოხსნა - ძიუდოს ფედერაციის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი - გიორგი ათაბეგაშვილია
კანდიდატურა დავით ქევხიშვილმაც მოხსნა - ძიუდოს ფედერაციის არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი - გიორგი ათაბეგაშვილია

სასტუმრო „ბილტმორში“ გასამართ ძიუდოს ფედერაციის არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე თავისი კანდიდატურა ყოფილმა პრეზიდენტმა – დავით ქევხიშვილმაც მოხსნა. მანამდე საკუთარი კანდიდატურები პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებმა: გიორგი ალექსიძემ, დავით ხახალეიშვილმა და დავით ხახუტაშვილმაც მოხსნეს.

ასე რომ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის ვაკანტურ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი – გიორგი ათაბეგაშვილი დარჩა.

ახალ პრეზიდენტს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაზე, რომელიც 12:00-ზე დაიწყება, 46 მა დელეგატმა უნდა აირჩიოს.