ძიუდო | მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი გამოვა #1TVSPORT
ძიუდო | მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი გამოვა #1TVSPORT

პორტუგალიაში გრძელდება ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ინდივიდუალურ ასპარეზობებში ბოლო საშეჯიბრო დღეს ტურნირზე სამ ქართველს ვიხილავთ, ესენი არიან: გიორგი ბადუაშვილი (100კგ), შალვა გურეშიძე (+100კგ) და ნინო პაპიძე (+78).

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი მედალია. გუშინ შეჯიბრებაზე ვერცხლის მედლის მფლობელი ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) გახდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

ვაჟები:

60 კგ – კაკო ჩაფურიშვილი. 66 კგ – თენგო ზირაქაშვილი. 73 კგ – გიორგი ტერაშვილი. 81 კგ – ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე. 90 კგ – თამაზ კობერიძე. 100 კგ – გიორგი ბადუაშვილი. +100 კგ – შალვა გურეშიძე.

გოგონები:

48 კგ – მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია. 52 კგ – ელენე წიკლაური. 57 კგ – ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე. 63 კგ – ეთერ ასკილაშვილი. 70 კგ – ნინო გულბანი. +78 კგ – ნინო პაპიძე.