ძიუდო | გურეშიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, ჯაფარიძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს შალვა გურეშიძე (+100კგ) ფინალში იჭიდავებს.
ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირის ნახევარფინალში თურქ ერგინს სძლია და კონტინენტის ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში კვიპროსის წარმომადგენელ ანტონიოუსს შეხვდება.
დღეს, ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი ქართველი მიხეილ ჯაფარიძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ შეჯიბრების ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ჩვენი გუნდი მამაკაცთა გუნდურ ჩათვალაში პირველ ადგილს იკავებს.