ძიუდო | გურეშიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | გურეშიძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT

პორტუგალიაში მიმდინარეობს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ინდივიდუალურ ასპარეზობებში ბოლო საშეჯიბრო დღეს ტურნირზე სამი ქართველი – გიორგი ბადუაშვილი (100კგ), შალვა გურეშიძე (+100კგ) და ნინო პაპიძე (+78) გამოვიდნენ, რომელთაგან გურეშიძე ნახევარფინალში იჭიდავებს. ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალში თურქი ერტუგი დაამარცხა და ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში კვიპროსის წარმომადგენელ ანტონიოუს შეხვდება. ტურნირზე ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ პაპიძე და ბადუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი მედალია. გუშინ შეჯიბრებაზე ვერცხლის მედლის მფლობელი ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ) გახდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

ვაჟები:

60 კგ – კაკო ჩაფურიშვილი. 66 კგ – თენგო ზირაქაშვილი. 73 კგ – გიორგი ტერაშვილი. 81 კგ – ლუკა ბაბუციძე, ალექსანდრე ლოლაძე. 90 კგ – თამაზ კობერიძე. 100 კგ – გიორგი ბადუაშვილი. +100 კგ – შალვა გურეშიძე.

გოგონები:

48 კგ – მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია. 52 კგ – ელენე წიკლაური. 57 კგ – ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე. 63 კგ – ეთერ ასკილაშვილი. 70 კგ – ნინო გულბანი. +78 კგ – ნინო პაპიძე.