ძიუდო | გურეშიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია - საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ძიუდო | გურეშიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონია - საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა #1TVSPORT

ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დასკვნით საშეჯიბრო დღეს, შალვა გურეშიძე (+100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის ჩემპიონობისთვის დაპირისპირებაში კვიპროსის წარმომადგენელი ანტონიოუსი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ ბლოკში კიდევ ერთი ქართველი, მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ) ვიხილეთ, რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რუმინელ ძიუდოისტთან დამარცხდა.

ევროპის პირველობა საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ჩვენი გუნდი მამაკაცთა გუნდურ ჩათვალაში პირველ ადგილზე გავიდა.