ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა #1TVSPORT
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ევროპის ძიუდოს კავშირმა ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. ჯილდო ქართველ სპორტსმენს ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა, ლასლო ტოთმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი – შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდი კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გახდა.

ტატო გრიგალაშვილი საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დასახელდა. ის 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო შალვა გურეშიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მიიღო. ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.